03 ოქტომბერი 2024,   15:20
ვრცლად
წიწამურთან ილია ჭავჭავაძის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

დღეს, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 177 წელი შესრულდა. სოფელ წიწამურთან ილია ჭავჭავაძის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაათვალიერა. 

როგორც მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა აღნიშნა, ილია ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაცია იყო ერთ-ერთი მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან, რომლის შესრულება დღევანდელმა ხელისუფლებამ დაიწყო.

"დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადგილი გახდება როგორც ტურისტულად, ასევე ისტორიულად მნიშვნელოვანი ადგილი," - განაცხადა მინისტრმა შავლიაშვილმა. 

ილია ჭავჭავაძის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში კვარცხლბეკის მოწყობა, მისასვლელი კიბეების რეკონსტრუქცია და ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაა დაგგემილი. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 545.000 ლარს შეადგენს.

ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

პროექტის განხორციელება მცხეთის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

დღის ამბები