20 სექტემბერი 2024,   20:36
ვრცლად
ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის პროგრამა გრძელდება - დეტალებზე ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა

ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის პროგრამა გრძელდება - დეტალებზე ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა. მისი თქმით, ახალი კორპუსების მშენებლობა ქუთაისში მიმდინარეობს.

პროექტი რამდენიმე თვის განმავლობაში დასრულდება და საცხოვრებელი ბინა 1040 ოჯახს გადაეცემა. იმ ოჯახების ქულები, ვინც განაცხადი შეიტანა, დღეს გამოქვეყნდება.

„კანონმდებლობის თანახმად ახლა ვიმყოფებით იმ ეტაპზე, როდესაც უნდა განხორციელდეს ოჯახების წინასწარი შეფასების შედეგად დაფიქსირებული სარეიტინგო ქულების გამოქვეყნება მათი შემდგომი დამუშავების, განხილვისა და შემოწმების მიზნით.

დღეს სამინისტროსა და სააგენტოს ვებგვერდებზე გამოქვეყნდება აღნიშნული ოჯახებისთვის მინიჭებული ქულების შესახებ ინფორმაცია და დაიწყება კანონმდებლობით განსაზღვრული დეტალური მუშაობა საბოლოო შედეგების ჩამოყალიბებისთვის. ამ პროცესში ყველას ექნება შესაძლებლობა, ყველა დაინტერესებულ პირს დღევანდელი დღიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში წარადგინოს ინფორმაცია, რომელსაც დაამუშავებს სააგენტო, გაივლის კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა პროცედურას და შედეგად ჩამოყალიბდება საბოლოო ჩამონათვალი იმ ოჯახებისა, რომლებსაც მიენიჭებათ პრიორიტეტი მათი საჭიროებების სიმწვავის, ასევე ოჯახის წევრთა სიმრავლის მიხედვით,“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები