05 ოქტომბერი 2024,   11:27
ვრცლად
ავსტრალიაში ვერტმფრენი სასტუმროს შეეჯახა - პილოტი ადგილზე გარდაიცვალა

არაავტორიზებული ვერტმფრენი ავსტრალიურ სასტუმროს შეეჯახა - პილოტი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მისი ვერტმფრენი ავსტრალიაში, არასანქცირებული ფრენის დროს სასტუმროს სახურავს შეეჯახა.

ვერტმფრენი ქალაქ ქერნსში, მდებარე სასტუმრო DoubleTree by Hilton-ს, დღეს ადგილობრივი დროით 01:50 საათზე შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია. სასტუმროდან ასობით დამსვენებლის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ვერტმფრენის ერთადერთი მგზავრი ადგილზე დაიღუპა, სასტუმროში მყოფი ორი დამსვენებელი კი - 80 წლის მამაკაცი და 70 წლის ქალი, სტაბილურ მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს.

რამდენიმე ადგილობრივი მედია ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვერტმფრენი გატაცებული იყო.

წყარო: BBC

დღის ამბები