10 ოქტომბერი 2024,   12:50
ვრცლად
მასშტაბური ხანძრის გამო, საბერძნეთის ტერიტორიის ნახევარზე განგაშის წითელი ნიშნული გამოცხადდა

საბერძნეთის ტერიტორიის ნახევარზე განგაშის წითელი ნიშნული გამოცხადდა. ათენის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის გამო, დედაქალაქი კვამლითაა დაფარული. ცეცხლმა ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურა დააზიანა. ქალაქს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება.

ძლიერი ქარისა და სიცხის გამო, მეხანძრეებსა და ჯარს სტიქიასთან ბრძოლა ექსტრემალურ პირობებში უწევთ. ქრობის პროცესში 1 500-ზე მეტი მეხანძრე და 100-მდე სამხედრო მონაწილეობს. სტიქიის ზონიდან პოლიცია მოსახლეობის ევაკუაციას ახდენს.

ოფიციალურმა ათენმა ევროკავშირს სამოქალაქო თავდაცვის მექანიზმის ამოქმედებისთვის მიმართა.

საბერძნეთს სტიქიასთან ბრძოლაში იტალია, საფრანგეთი და ჩეხეთი ეხმარება.

დღის ამბები