12 ოქტომბერი 2024,   16:19
ვრცლად
ჰელსინკის კომისის განცხადებით, საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის, სახელისუფლებო პარტია თაღლითური ქოლცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა

ჰელსინკის კომისიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ, საკუთარი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის, სახელისუფლებო პარტია მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა.

კომისიის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა შეაჩეროს საქმიანობა ქოლცენტრების, რომლებიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ანტიდემოკრატიულ კამპანიას აფინანსებენ.

საპასუხოდ, "ქართულ ოცნებაში" დღეს, ევროპელ სამართალდამცავებთან ერთად, პროკურატურის მხრიდან ქოლცენტრების წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები გაიხსენეს - თქვეს, რომ ეს არის მცდელობა, დავით კეზერაშვილის დადასტურებული დანაშაული "ქართულ ოცნებას" დააბრალონ.

დღის ამბები