16 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
გაერთიანებული სამეფოს ელჩმა ილია დარჩიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოში გაერთიანებული სამეფოს დანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, ილია დარჩიაშვილმა ელჩს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.

მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე, რომლის ქვაკუთხედსაც "უორდროპის სტრატეგიული დიალოგი" წარმოადგენს.

 

დღის ამბები