16 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
"ნაცმოძრაობას" ეკუთვნის პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც მოხდა, ის დანაშაულები, რომლებიც სააკაშვილმა ჩაიდინა, არსად გამქრალა - გიორგი ვოლსკი აგვისტოს ომის გამოძიებაზე

პოლიტიკური შეფასებების საგანი ტალიავინის განცხადებებია - აგვისტოს ომის შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში გაიმეორა, რომ არაფერს შეცვლიდა დასკვნაში, რომელიც ამბობს, რომ რუსეთის სამხედრო ინტერვენცია იყო პასუხი. მან ხაზი გაუსვა გარემოებას რომ ანგარიში მაშინ ორივე მხარემ - საქართველომ და რუსეთმა აღიარეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი,  საკითხის წამოჭრაში მიხეილ სააკაშვილსა და მის ყოფილ გუნდს ადანაშაულებს და 8 აგვისტოს მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობას "ნაცმოძრაობას" აკისრებს.

"ნაცმოძრაობას" ეკუთვნის პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც მოხდა. სამოქალაქო პირები, მოსახლეობა არ გამოიყვანეს ზუსტად როდესაც იცოდნენ, რომ ამ ტერიტორიაზე იქნებოდა საომარი მოქმედებები. ხელი მოაწერეს ყველანაირ დოკუმენტს. კერძოდ, ევროპის საბჭოს ასამბლეის რეზოლუციას იმის თაობაზე, რომ რუსეთმა საპასუხო ზომები მიიღო თურმე საქართველოს წინააღმდეგ.

ის დანაშაულები, რომლებიც სააკაშვილმა ჩაიდინა, რამაც წინაპირობა შეუქმნა ამას - არსად არ გამქრალა,“ - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები