21 იანვარი 2025,   18:03
ვრცლად
ჯერ კამპანიის აქტიურ ფაზაში არ გადავსულვართ და "ქართული ოცნების" მხარდაჭერა უკვე სამჯერ მეტია, ვიდრე ერთად აღებული რადიკალური ოპოზიციის - რატი იონათამიშვილი
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის მხარდაჭერა ოპოზიციისას სამჯერ აღემატება.

      მისი თქმით, მმართველი პარტიის მხარდაჭერის უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ "ქართული ოცნება" ქვეყანასა და ხალხზეა ორიენტირებული.

      "ჯერ კამპანიის აქტიურ ფაზაში არ გადავსულვართ და უკვე სამჯერ მეტია "ქართული ოცნების" მხარდაჭერა, ვიდრე რადიკალური ოპოზიციის, ერთად აღებული. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან "ქართული ოცნება" ორიენტირებულია საკუთარ ქვეყანაზე და ხალხზე, მაშინ, როდესაც რადიკალური ოპოზიციის ორიენტაცია არის მხოლოდ სიძულვილზე, დეზინფორმაციაზე, არეულობაზე, ქაოსზე და იმ უპრინციპულობაზე, რომელსაც ისინი ამ ხელოვნური და ყალბი გაერთიანებებით ეუბნებიან საზოგადოებას. შესაბამისად, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ 26 ოქტომბრისათვის ეს სხვაობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

      დღის ამბები