06 ოქტომბერი 2024,   12:03
ვრცლად
ეკოაქტივისტების პროტესტის გამო, გერმანიის ოთხმა აეროპორტმა ფუნქციონირება დროებით შეწყვიტა

ეკოაქტივისტების პროტესტის გამო, გერმანიის ოთხმა აეროპორტმა ფუნქციონირება დროებით შეწყვიტა. მოძრაობა "ბოლო თაობის" წევრები გერმანიის, ბერლინ-ბრანდერ-ბურგის, კიოლნი-ბონის, ასევე შტუდგარტისა და ნიურნ-ბერგის აეროპორტებში საპროტესტი აქციას მართავენ.

სამართალდამცველი უწყების ინფორმაციით, საჰაერო მიმოსვლა 8 ეკოაქტივისტის პროტესტის გამო დაირღვა.

"ახლა საუბარია მილიონობით ადამიანის სიცოცხლეზე, კლიმატური კოლაფსი ბევრისთვის უკვე რეალობად იქცა," - აცხადებს ეკოლოგიის დამცველი ორგანიზაცია და ადამიანებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ამ დროისთვის, გერმანიის პოლიცია ეკოაქტივისტების ასაფრენი ზოლებიდან განრიდებისა და დაკავების ოპერაციას ატარებს.

დღის ამბები