14 სექტემბერი 2024,   12:50
ვრცლად
განგაშის სიგნალის უწყვეტი ხმა და ათობით დრონი უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით - ზელენსკი პარტნიორებს კიდევ ერთხელ მიმართავს

განგაშის სიგნალის უწყვეტი ხმა და ათობით დრონი უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით - დანგრეულია კორპუსები, არიან დაშავებულები. ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორებს კიდევ ერთხელ მიმართავს და რუსეთის ტერიტორიაზე, იერიშებზე შეზღუდვების მოხსნას ითხოვს.

ოკუპანტებმა დაბომბეს ხერსონის და სუმის ოლქებიც. დაზარალდა 7 მოქალაქე. დაზიანებულია გაზსადენი და სახლები. რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში კონტროლი კიდევ ერთ დასახლებაზე დაამყარეს.

დღეს, უკრაინის სამხედრო დახმარებაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრაზე იმსჯელეს. ჟოზეფ ბორელი მიიჩნევს, რომ უკრაინას უნდა მოეხსნას შეზღუდვები ოკუპანტის ტერიტორიაზე იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინის სამხედრო დახმარება უსარგებლო იქნება.

პარალელურად, უკრაინა შეტევას განაგრძობს ოკუპანტის ტერიტორიაზე. მსხვერპლი მოჰყვა რუსეთის ქალაქ შებეკინოს დაბომბვას. დაიღუპა ერთი და დაშავდა 2 ადამიანი. იერიში იყო როსტოვის ნავთობბაზაზეც, სადაც ხანძარი გაჩნდა.


 

დღის ამბები