14 სექტემბერი 2024,   17:34
ვრცლად
ცხელება, თავისა და სხეულის ტკივილი, გულისრევა - კოღოთი გადამდები ინფექციები, რომლებიც ზაფხულში და ადრეულ შემოდგომაზე ვრცელდება

რა არის დასავლეთ ნილოსის ვირუსი, კოღოს ნაკბენით გადადის - აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიხედვით, დასავლეთ ნილოსის ვირუსი არის კოღოებით გადამდები დაავადება, ის ყველაზე ხშირად ინფიცირებული კოღოს ნაკბენით ვრცელდება. წელიწადის დრო, როდესაც ეს დაავადება ყველაზე ხშირად ვრცელდება - ზაფხული და ადრეული შემოდგომაა.

დასავლეთ ნილოსის ვირუსით ინფიცირებულთა უმეტესობა უსიმპტომოა. თუმცა, ზოგ შემთხვევაში კი მას გრიპის მსგავსი სიმპტომები ახასიათებს, როგორიცაა: ცხელება, თავის ტკივილი, სხეულის ტკივილი, შეშუპებული ლიმფური კვანძები და გულისრევა.

არსებობს ადამიანების ქვეჯგუფი, რომლებსაც უვითარდებათ დაავადების ნევროლოგიური ფორმა.

ეს შემთხვევები შეიძლება მოიცავდეს თავის ტვინის ანთებას და შეშუპებას, რაც გამოიწვევს დაბნეულობას, კრუნჩხვებს, დამბლას, კომას და სიკვდილს.

რამდენად გავრცელებულია დასავლეთ ნილოსის ვირუსი?

დასავლეთ ნილოსის ვირუსი მთელს მსოფლიოში გვხვდება, მათ შორის აფრიკაში, ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში.

შეიძლება თუ არა დასავლეთ ნილოსის ვირუსის გავრცელება ადამიანიდან ადამიანზე?

ვირუსის გადაცემა შეუძლებელია ადამიანიდან ადამიანზე. თუმცა, დაფიქსირებულია სისხლის გადასხმის, ორგანოების გადანერგვის და იშვიათად, დედიდან ბავშვზე გადაცემის შემთხვევები ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს. გადაცემის დომინანტური გზა, კოღოს ნაკბენია.

არ არსებობს არც ვაქცინა და არც სპეციფიური ანტივირუსული მკურნალობა.

დასავლეთ ნილოსის გარდა, კოღოებით გადამდები სხვა დაავადებებიც არსებობს, მაგალითად "დენგე" ვირუსი,ინფექცია, რომელიც კოღოს ნაკბენიდან ჩნდება და შემდეგ ადამიანებზეც გადადის. შემთხვევების 80% თითქმის უსიმპტომოა

არის ასევე კოღოებით გამოწვეული დაავადებების უფრო იშვიათი შემთხვევებიც, რომლებიც შეიძლება ძალიან სერიოზული იყოს - მაგალითად, ცხენის აღმოსავლური ენცეფალიტი, რომელიც ახლახან დაფიქსირდა მასაჩუსეტსში - ეს არის დაავადება, რომლის სიკვდილიანობა დაახლოებით 30% -ს შეადგენს.

დღის ამბები