05 ოქტომბერი 2024,   11:34
ვრცლად
"აბსოლუტურად ტრაგიკული თავდასხმა" - ბრიტანეთში 13 წლის მოზარდი საკუთარ სახლში დაჭრეს

დიდ ბრიტანეთში, ბირმინგემში 13 წლის მოზარდი საკუთარ სახლში დაჭრილი იპოვეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. პოლიციამ შემთხვევას "აბსოლუტურად ტრაგიკული თავდასხმა" უწოდა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

შემთხვევის შემდეგ, პოლიციამ სასწრაფო სამძებრო ოპერაცია დაიწყო.

პოლიციის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მოზარდს პირველადის სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინა, თუმცა მათი ძალისხმევის მიუხედავად, მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ვესტ მიდლენდის პოლიციის უფროსმა პირობა დადო, რომ თავდასხმაში პასუხისმგებელ პირს აუცილებლად იპოვის.

დღის ამბები