14 სექტემბერი 2024,   17:42
ვრცლად
ახალი სარეკრეაციო სივრცე ბათუმის შუაგულში

ბათუმში ახალი პარკის პროექტირებას ლანდშაფტის დიზაინის წამყვანი დანიური კომპანია “MASU Planning” განახორციელებს. 

ქალაქის საკრებულომ "ბათუმი რივიერას” მიერ წარდგენილი მუნიციპალური პარკის მოწყობის კონცეფცია დაამტკიცა და მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

MASU Planning-ის დიზაინის ფილოსოფია გულისხმობს ჰოლისტიკურ მიდგომას, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მათ მიერ შექმნილ ლანდშაფტებში ადგილის ხასიათის და იდენტობის შენარჩუნებას. მათი ინოვაციური და გამოკვეთილი არქიტექტურული გადაწყვეტილებები ეფუძნება სკანდინავიური დიზაინის ტრადიციასა და საერთო კულტურულ ისტორიას. მათი დიზაინი ეყრდნობა იდეებს, რომელიც მჭიდრო კავშირშია თითოეული საპროექტო სივრცის  ხასიათთან და სპეციფიკასთან.

ბათუმელებს და პარკის სტუმრებს დახვდებათ პადელის ორი კორტი, სპორტული მოედანი, საბავშვო გასართობი ზონები, კომფორტული მოსასვენებელი სივრცეები, საფეხმავლო და ველო-ბილიკები. პარკი ქალაქის გამწვანებულ ზღვისპირა ზოლში  ინტეგრირდება,  როგორც ბათუმის ბულვარის გაგრძელება.

კომპანია MASU Planning ახორციელებს ყველა ტიპის ლანდშაფტის არქიტექტურას, ფართომასშტაბიანი დაგეგმარებიდან კონცეფციის შემუშავებამდე, სტრატეგიულ დიზაინამდე, დეტალიზაციამდე და პროექტის მართვამდე. კომპანიის ძირითადი ფოკუსია ურბანული სივრცეები, ქალაქის განვითარება, კულტურულ დაწესებულებები და საცხოვრებელი და საგანმანათლებლო გარემო ყველა ასაკის ადამიანებისთვის.

 

 

 

(R)

დღის ამბები