16 ნოემბერი 2024,   20:49
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ვენდობით - შეიძლება, ამგვარი გადაწყვეტილების გარკვეული საფუძვლები ნამდვილად ყოფილიყო - მამუკა მდინარაძე აფგან მუხთარლის საქმეზე

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ დავის მოგებას მამუკა მდინარაძე ეხმაურება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ქართული სამართალდამცავი ორგანოები გააგრძელებენ კიდევ უფრო დაბეჯითებით, დეტალურად გამოძიებას, რა მოხდა სინამდვილეში.

"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ვენდობით. აქ შეიძლება გარკვეული საფუძვლები ნამდვილად ყოფილიყო ამგვარი გადაწყვეტილების, ვენდობით, ვაღიარებთ და მეტიც, მე დარწმუნებული ვარ, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ქართული სამართალდამცავი ორგანოები გააგრძელებენ კიდევ უფრო დაბეჯითებით დეტალურად გამოძიებას რა მოხდა სინამდვილეში, რასთან გვქონდა საქმე. ნეგატიური კონტექსტი ამ საქმეზე ქვეყანამ უნდა მოიშოროს. ვინ რა ქნა, რა მოხდა, რატომ ვერ მოხდა თავის დროზე გამოძიება, ცხელ კვალზე რაიმე გადაცდომებს ჰქონდა თუ არა კონკრეტული ადამიანების მხრიდან ადგილი. დიახ, თუ პასუხისმგებელი პირი აქ უნდა იყოს ვიღაც და ვინმეს ქმედებაში რაიმე სავარაუდო დანაშაულის ნიშნებია, ესეც უნდა გამოვლინდეს და ჩვენ ეს ნეგატიური კონტექსტი უნდა მოვიშოროთ, თუ ამის 1%-იანი შანსი მაინც გვაქვს," - აცხადებს მამუკა მდინარაძე. 

დღის ამბები