06 ოქტომბერი 2024,   08:20
ვრცლად
ეს თამაშები ახალი მუხტით უნდა ვითამაშოთ - გურამ კაშია

ძალიან მაგარი ევროპის ჩემპიონატი ჩავატარეთ და ყველას გვეამაყება, მაგრამ, ვფიქრობ ეს ჯგუფი ძალიან რთული სათამაშო იქნება - ეს განცხადება საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ გააკეთა. 

კაშიამ ერთა ლიგაზე ჩეხეთთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა.   

"ძალიან მაგარი ევროპის ჩემპიონატი ჩავატარეთ და ყველას გვეამაყება, მაგრამ, ვფიქრობ ეს ჯგუფი ძალიან რთული სათამაშო იქნება, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, ვფიქრობ, ზედმეტად თავდაჯერებულები არ უნდა ვიყოთ და მანდ შეცდომა არ უნდა დავუშვათ. წარმატება, რომელიც გვქონდა, გვერდზე უნდა გადავდოთ, უნდა გვახსოვდეს, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს თამაშები აუცილებლად ახალი მუხტით უნდა ვითამაშოთ," - აღნიშნა გურამ კაშიამ.

 

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი

დღის ამბები