16 სექტემბერი 2024,   14:32
ვრცლად
თურქეთში, სამგზავრო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა - ბორტზე გამნაღმველები მუშაობენ

თურქეთში, ეზრუმის აეროპორტში, ინდოეთის ავიახაზების Vistara-ს თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

თვითმფრინავი მუმბაიდან მიუნხენის მიმართულებით მიფრინავდა.

მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავის ეკიპაჟმა მიიღო შეტყობინება, რომ ავიალაინერის ბორტზე ბომბი იყო მოთავსებული.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის, ეზრუმის საჰაერო სივრცე დაკეტილია, თვითმფრინავის ბორტზე კი გამნაღმველები მუშაობენ.

დღის ამბები