12 ოქტომბერი 2024,   16:42
ვრცლად
გამოძიებამ დაადასტურა, რომ დავით კეზერაშვილი ძარცვავს ევროკავშირის წევრს ქვეყნებში ხანდაზმულ ადამიანებს - არჩილ გორდულაძე

ე.წ. ქოლცენტრების საქმეს აფასებენ მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ დავით კეზერაშვილი ევროპელი პენსიონერების ძარცვით მოპოვებული "შავი ფულით" ქართულ პოლიტიკაში ჩარევას ცდილობს. საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, პატრონების ჩარიცხული გრანტები და გაძარცვული პენსიონერების ფული ოპოზიციის, მესამე სექტორისა და მათი მედიის მთავარი ფინანსური წყაროა.

"გამოძიებამ დაადასტურა, რომ დავით კეზერაშვილი არამარტო ქართულ ჯარს ძარცვავდა და ამ თანხებს იყენებდა თავისი პირადი და, მათ შორის, პოლიტიკური მიზნებისთვის, არამედ, ევროკავშირის წევრს ქვეყნებში ხანდაზმულ ადამიანებსაც ძარცვავს. დადასტურებულ ფაქტებად ვიცით, რომ ქოლცენტრებიდან ამოღებული თანხა პირდაპირ მისი თუ მისი ნათესავების ანგარიშებზე ირიცხებოდა. რადიკალური არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიები და კოლექტიური "ნაცმოძრაობა" ფინანსდებიან 2 წყაროდან. ერთი წყაროა - გარკვეული დონორების დაფინანსებები და მეორე წყარო პირდაპირი მნიშვნელობით არის დავით კეზერაშვილი, რომელიც სხვადასხვა აკრძალული მეთოდების გამოყენებით თანხებს ასხამს, პირდაპირი მნიშვნელობით, რადიკალიზაციაში.

დამნაშავეების ადგილი ჩვენი გადმოსახედიდან არ უნდა იყოს ევროკავშირის წევრს ქვეყნებში სიარულში გამოხატული და ყველას მოვუწოდებთ, რომ დამნაშავე უნდა იყოს გადმოცემული ქართული მართლმსაჯულებისთვის," - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

დღის ამბები