13 ოქტომბერი 2024,   02:43
ვრცლად
ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ აჩვენებს საზოგადოებას, რომ ამ ადამიანებში არანაირი ცვლილება არ მომხდარა 2012 წლის შემდეგ - გივი მიქანაძე

"ეს მიუღებელია, დაუშვებელია, თუმცა, კიდევ ერთხელ აჩვენებს საზოგადოებას, რომ ამ ადამიანებში არანაირი ცვლილება არ მომხდარა 2012 წლის შემდეგ," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა, გივი მიქანაძემ წყალტუბოში მომხდარი ტრაგედიის შეფასებისას გააკეთა.

"ის, რაც ორიოდე დღის წინ მოხდა, ენით აღუწერელი ტრაგედიაა. თუმცა, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა რეალურად რას წარმოადგენს რადიკალური ფრთა, ის ადამიანები, რომლებიც ზიზღის და სიძულვილის ენით საუბრობენ და რომელთა ამ გამოხატულებამ და დამოკიდებულებამ მიგვიყვანა იმ უდიდეს ტრაგედიამდე, რასაც ჩვენი გუნდის წევრის გარდაცვალება ჰქვია. ეს მიუღებელია, დაუშვებელია, თუმცა, კიდევ ერთხელ აჩვენებს საზოგადოებას, რომ ამ ადამიანებში არანაირი ცვლილება არ მომხდარა 2012 წლის შემდეგ," - აცხადებს გივი მიქანაძე.

დღის ამბები