13 ოქტომბერი 2024,   01:47
ვრცლად
თამარ კორძაიას თქმით, "ხალხის ძალის" განცხადება "ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის" კანონის შესახებ ყალბია და რეალურ პრობლემებზე არ საუბრობენ

"ხალხის ძალის" განცხადებას, რომელიც "ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონს ეხება, ოპოზიციურ სპექტრში აფასებენ.

"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თამარ კორძაიას თქმით, "ხალხის ძალის" განცხადება ყალბია და ისინი რეალურ პრობლემებზე არ საუბრობენ.

"როდესაც ქვეყანაში გვაქვს ასეთი მძიმე მდგომარეობა პედოფილიასთან მიმართებაში, არ მახსოვს "ხალხის ძალის" არცერთი განცხადება, თუნდაც ერთი წარმომადგენლის, თუნდაც ერთი განცხადება საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან, რომ დაიწყოს მთავრობამ პრევენციული ღონისძიებების გატარება, რათა ქვეყანაში ასეთი მძიმე ვითარება არ გვქონდეს.

ეს მათი ყალბი ინიციატივები და იდეები ვითომ ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით ძალიან კარგად ჩანს ამ რეალობის გათვალისწინებით. ის მრავალ ასეულ მილიონიანი დახმარება, რომელიც ჩვენ დასავლეთიდან მიგვიღია, სწორედ ასეთი ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დაცვას ემსახურებოდა", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

პარტია "საქართველოსთვის" წევრის ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ევროკავშირს დანგრეული საქართველო არ სჭირდება.

"ვის უნდა უნდოდეს დანგრეული საქართველო ევროკავშირში. თავის სამეგობროში ყველას სჭირდება ძლიერი, ჯანსაღი ადამიანები და ერთეულები, დანგრეული საქართველო ევროკავშირს რაში სჭირდება", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

დღის ამბები