12 ოქტომბერი 2024,   01:18
ვრცლად
თუ ვინმე შეუჩერებს "ენჯეოებს" დაფინანსებას იმის გამო, რომ კეთილსინდისიერად იქცევიან და მუშაობენ, აიღებენ გრანტებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან - ლევან მაჭავარიანი

პრემიერმა დააანონსა ახალი ინიციატივა და თუ ვინმე შეუჩერებს მათ დაფინანსებას იმის გამო, რომ კეთილსინდისიერად იქცევიან და მუშაობენ, აიღებენ ამ გრანტებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი მთავრობის ახალ ინიციატივას ფონდის შექმნის შესახებ, რომელიც ბიუჯეტიდან დაფინანსდება და გრანტებს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გასცემს.

"ეს ინიციატივა მხოლოდ მისასალმებელია იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი ბულინგი მიმდინარეობს მდიდარი რადიკალური "ენჯეოების" და რამდენიმე დონორი ორგანიზაციის მხრიდან იმ წესიერ და პატიოსან "ენჯეოებზე", რომლებიც მართლა კარგ საქმეს ემსახურებიან და რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ არც პოლარიზაციის გაღვივებასთან და არც რადიკალიზმის გავრცელებასთან ამ ქვეყანაში. ამ ბულინგის ფონზე, არ იქნება სამართლიანი, რომ ეს კეთილსინდისიერი "ენჯეოები" და არასამთავრობო ორგანიზაციები დაიჩაგრონ. აქედან გამომდინარე, პრემიერმა დააანონსა ახალი ინიციატივა და თუ ვინმე შეუჩერებს მათ [არასამთავრობო ორგანიზაციებს] დაფინანსებას იმის გამო, რომ კეთილსინდისიერად იქცევიან და მუშაობენ, აიღებენ ამ გრანტებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან", - აღნიშნა მაჭავარიანმა.

ამავე თემაზე: ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნოთ საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება - ირაკლი კობახიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები