03 ოქტომბერი 2024,   15:21
ვრცლად
"სახელმწიფო სამი ნოლი - რეფორმების ახალი ტალღა," - ახალი პროექტი

"სახელმწიფო სამი ნოლი - რეფორმების ახალი ტალღა," - ასე ჰქვია ახალ პროექტს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მალე განხორციელდება. იგი მიზნად ისახავს ისეთი მექანიზმების შექმნას, რომელიც ფოკუსირებული იქნება კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტაზე.

პროექტი ხუთი კონკრეტული მიმართულებით 12 თვითმმართველ ქალაქში განხორცილდება. ყველა მონაწილეს ექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს საკუთარი ქალაქისა და მთელი რეგიონის ჯანდაცვის, განთლების, სამართალდამცავი სისტემის, ეკონომიკის და სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში.

პროექტი ”ინოვაციებისა და განვითარების ფონდს” ეკუთვნის, რომლის დამფუძნებელი დეპუტატი გიორგი ვაშაძეა. მისი თქმით, „მთავარი პრინციპი ამ პროექტის არის ის, რომ სახელმწიფო უნდა გახდეს პლატფორმა, რომელმაც ხელი არ უნდა შეუშალოს ქვეყნის განვითარებას თავისი რეგულაციებით და თავისი ზედმეტი ჩარევებით.“

პროექტში მონაწილეობა 16 დან 42 წლის ასაკის ყველა მსურველს შეეძლება. მათ აპლიკაციების შევსების უფლება დღეიდან მიეცემათ.

დღის ამბები