13 ოქტომბერი 2024,   01:58
ვრცლად
"უფროსი ძმის" სინდრომითაა შეპყრობილი - როყიო განცხადებების შემდეგ, ადამიანი ამბობს, ჩამოვდივარ და კეთილი ინებოს პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ და შემხვდნენო - გია ვოლსკი როთის ვიზიტზე

ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი საქართველოში ჩამოდის. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. როთი ჯერ საქართველოს ეწვევა, შემდეგ კი სომხეთში გაემგზავრება. "მოუთმენლად ველი მეგობრებთან, მოკავშირეებსა და ერთგულ ევროპელებთან შეხვედრას საქართველოსა და სომხეთში"- წერს ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ "ოცნების" წევრები არ აპირებენ შეხვედრას პოლიტიკოსთან, რომელიც რადიკალური ოპოზიციის აქციებზე იდგა, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას ცდილობდა და ეკლესიას შეურაცხყოფას აყენებდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ როთმა უხეშად დაარღვია დიპლომატიური პროტოკოლი.

"რატომღაც, როთმა გადაწყვიტა ჩამოსვლა - მიუხედავად მძიმე შეურაცხყოფისა, რომელიც საქართველოს მიაყენა, არა მარტო მართლმადიდებელ ეკლესიას, უკიდურესად მწვავე გამონათქვამისა, რომელიც დღემდე ყველას ახსოვს, მიკვირს, რატომ არ უჩნდებათ პროტესტი ოპოზიციის მხარდამჭერებს.

აქ არის მეორე მხარეც - არსებობს დიპლომატია, არსებობს ეტიკეტი. ადამიანი ამბობს, რომ ჩამოვდივარ ამა და ამ დღეს და კეთილი ინებოს პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ და შემხვდნენო, მითუმეტეს მისი ამ როყიო განცხადებების შემდეგ, ვფიქრობ, ეს ადამიანი "უფროსი ძმის" სინდრომით არის შეპყრობილი,"- აცხადებს გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები