21 დეკემბერი 2024,   18:00
ვრცლად
ჩვენი საფიქრალი არ არის არჩევნების შედეგები, ჩვენი როლი და ამოცანაა დაკვირვება სრული პროცესის - სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისია დღეს ოფიციალურად შეუდგა მუშაობას. მისია მონიტორინგს გაუწევს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში. ის ოფიციალურად მთავრობამ მოიწვია.

შემადგენლობაშია 12 საერთაშორისო ექსპერტი და 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი, რომლებიც 19 სექტემბრიდან გადანაწილდებიან მთელი საქართველოს მასშტაბით. ამასთანავე, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მათ დაემატებათ ODIHR-ის მიერ მოწვეული 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი.

მისია შეისწავლის წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას, მათ შორის ონლაინ სივრცეში, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, საარჩევნო დავების გადაწყვეტას და მედია გარემოს.

"ჩვენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს სრულფასოვნად დავაკვირდებით. მადლობა, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის დროულად მოგვიწვიეთ, რაც ამ წლის თებერვალში მოხდა. ჩვენი მისიის წევრებს შორის არიან ანალიტიკოსები საარჩევნო პოლიტიკური და მედიასთან ურთიერთობის მიმართულებით, ასევე ტექნიკური და ლოჯისტიკური ექსპერტები. 17 სექტემბრიდან დამკვირვებლები ჩამოვლენ და 15 ტერიტორიულ ერთეულს მოვიცავთ. ასევე არჩევნების წინა დღეს 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი ეწვევა საქართველოს.

ჩვენი მიზანია, ვიყოთ მიუკერძოებლები ჩვენს შეფასებებში და ამას ჩვენს თავზე ვიღებთ, თუნდაც იმ ქვეყნებში, სადაც ჩაგვიტარებია. შეფასების კრიტერიუმები არის საერთაშორისო სტანდარტებით და ასევე ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრული. ასევე, ვითვალისწინებთ იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც ადამიანის უფლებათა ორგანიზაციები აძლევდა საქართველოს და როგორია შესრულება დღეს.

ჩვენი საფიქრალი არ არის შედეგები არჩევნების, ჩვენი საზრუნავია პროცესი, ჩვენ არ ვერევით. ჩვენი როლი და ამოცანაა დაკვირვება სრული პროცესის. არჩევნებამდე ორი კირით ადრე შუალედურ ანგარიშს წარვადგენთ. რაც შეეხება საბოლოო ანგარიშს ორი სამი თვე დაგვჭირდება, რომელშიც ასევე შევა რეკომენდაციებიც," - აცხადებს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ოუენ მერფი.

 

 

 

დღის ამბები