09 ოქტომბერი 2024,   13:02
ვრცლად
ახლა გადამწყვეტ ბრძოლაში ვართ ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული მომავლის დასაცავად - ეკა გიგაური აშშ-ის სენატში მოსმენაზე

"არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონმდებლობა და დემოკრატიის რეპრესიების სხვა ინსტრუმენტები" - ამ სახელწოდებით საკომიტეტო მოსმენა გაიმართა სენატში.

სხდომაზე სიტყვით "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური გამოვიდა. მან ვრცლად ისაუბრა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე.

"წლების განმავლობაში, საქართველოს რესპუბლიკა, საბჭოთა კავშირის სივრცეში ნათელი წერტილი იყო, ამ წლის აპრილში, ქუჩის მასობრივი პროტესტის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონი "უცხოური გავლენის რეგისტრაციის შესახებ", გასაკვირია, თუმცა ეს კანონი რუსული კანონის მოდელითაა შექმნილი. მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს გაუკეთა, ეს წარმოუდგენელია, რომ ისინი ამ გზით წავლენ", - განაცხადა სენატორმა ბენ კარდინმა.

საპასუხოდა "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ ახლა გადამწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობს ქვეყნის სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დასაცავად.

"ორგანიზაციების 95% არ დარეგისტრირდა, ჩვენ უკვე ველოდებით მძიმე ფულად ჯარიმებს, რომელიც კანონშია გაწერილი, თუმცა ჩვენ მზად ვართ დავუპირისპირდეთ და წინააღმდეგობა გავუწიოთ. გვაქვს სარეზერვო გეგმები, ვახდენთ მობილიზაციას და რესურსების გაერთიანებას. საქართველოში შექმნილი ვითარება დრამატულია, მაგრამ აქ თანაგრძნობისთვის არ მოვსულვარ, ახლა გადამწყვეტ ბრძოლაში ვართ, ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული მომავლის დასაცავად. უკან დახევას არ ვაპირებთ", - განაცხადა ეკა გიგაურმა.

დღის ამბები