პარლამენტში, დღეს "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით განიხილავენ.
უმრავლესობაში აცხადებენ, რომ პროექტის მიზანი, ლგბტ პროპაგანდისგან არასრულწლოვანების დაცვაა. განსხვავებული პოზიცია აქვთ ოპოზიციაში.
მათი განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტი არ პასუხობს ქვეყანაში არსებულ რეალურ პრობლემებს.
პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი სახელწოდებით - "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ", დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პუნქტებია.