12 ოქტომბერი 2024,   00:21
ვრცლად
ნებისმიერი ტიპის ამნისტიას "გირჩი" მხარს დაუჭერს, თუმცა ამნისტიის ეს კანონპროექტი ბევრად უკეთესი უნდა ყოფილიყო - იაგო ხვიჩია

მე-10 მოწვევის ბოლო სასესიო კვირაში, ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე მესამე მოსმენით იმსჯელებენ. ამნისტია ამ სახით მიუღებელია ოპოზიციის ნაწილისთვის, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს კონკრეტული კანონპროექტი ჰუმანურ მიდგომას მოკლებულია.

განსხვავებულად ფიქრობს მმართველი გუნდი. დოკუმენტის მიხედვით, საუბარია უმრავლესობის ინიციატივაზე, რომელიც 300-მდე მუხლზე გავრცელდება, თუმცა ის არ შეეხება მძიმე დანაშაულებში ბრალდებულებს.

ცნობილია, რომ ამნისტიის კანონის ძალაში შესვლისთანავე, ციხეს 1000-ზე მეტი პატიმარი დატოვებს, 5 000-ზე მეტი კი, ეტაპობრივად გათავისუფლდება.

"ზოგადად, ამნისტიის იდეას ჩვენ მხარს ვუჭერდით და წინასწარვე ვთქვით, რომ ნებისმიერი ტიპის ამნისტიას "გირჩი" მხარს დაუჭერდა. თუმცა, ეს ამნისტიის კანონპროექტი ბევრად უკეთესი უნდა ყოფილიყო. ნაცვლად იმისა, რომ მეორე მოსმენის დროს გაუმჯობესებულიყო, საერთოდ გაუარესდა. ადამიანებს დაჰპირდნენ ზაფხულში, რომ რასაც მუხლებს შეეხებოდა და მერე ისიც ამოიღეს და მეორე შემხებლობის ხარისხია, რა დოზით ეხება და რა შემთხვევაში ეხება. ბევრი მუხლებია ისეთი, რომელიც შეიძლება იდეალურ შემთხვევაში შეეხოს, მაგრამ პრაქტიკაში ჩვენ ახლოსაც ვერ მივალთ 7 000-თან", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები