23 სექტემბერი 2024,   18:23
ვრცლად
ჩუღურეთის რაიონში, მეორე საბავშვო ბაღში თბილისის მერი იმყოფებოდა

ჩუღურეთის რაიონში, მეორე საბავშვო ბაღში თბილისის მერი იმყოფებოდა. კახა კალაძე შესრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად გაეცნო.

მეორე საბავშვო ბაღის შენობის ერთი ნაწილი ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში აშენდა. პროექტის ფარგლებში ამ ნაწილს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მეორე ნაწილის ნაცვლად კი ახალი კორპუსი ააშენეს. ბაღი 10 ჯგუფიანია და 290-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი.

დღის ამბები