23 სექტემბერი 2024,   20:31
ვრცლად
თურქეთში სასწავლო - სავარჯიშო თვითმფრინავი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი

თურქეთში, ქალაქ ბურსაში, ენიშეხირის აეროპორტში, სასწავლო - სავარჯიშო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც პილოტი და კურსანტი დაიღუპნენ. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ერთ ძრავიანი, მცირე ზომის თვითმფრინავი კერძო სასწავლო კომპანიას ეკუთვნოდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად პილოტები ადგილზე დაიღუპნენ.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები და პოლიცია იყო მობილიზებული.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობი, მას ექსპერტიზა დაადგენს.

 

დღის ამბები