16 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
"ქართულ ოცნებას" აქვს საკმაოდ მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა, რომელიც მოვიდა იმ მშვიდობიანი პოლიტიკისგან, რასაც მმართველი პარტია აწარმოებს - ლევან მახაშვილი

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" სიის მე-17 ნომერმა ლევან მახაშვილმა, "დღის კურიერის" ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ "ქართულ ოცნებას" საკმაოდ მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს, რომელიც მისივე თქმით, მმართველი გუნდის მშვიდობიანი პოლიტიკის შედეგია:

"ქართულ ოცნებას" აქვს საკმაოდ მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა. ეს მხარდაჭერა ჰაერიდან კი არ მოვიდა, მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა მოვიდა სწორედ იმ მშვიდობიანი პოლიტიკისგან, რასაც "ქართული ოცნება" აწარმოებს. ამის საპირისპიროდ, ოპოზიციური პარტიები მათდა სამწუხაროდ ვერ სთავაზობენ საზოგადოებას რეალურ დღის წესრიგს. ქვეყნის საუკეთესო ინტერესია, რომ ქვეყანაში არსებობდნენ ჯანსაღი ოპოზიციური ძალები, რომლებიც შეძლებდნენ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ხელისუფლებასთან ოპონირებას და საუკეთესო გადაწყვეტილებების მიღებას,"- აღნიშნავს ლევან მახაშვილი.

დღის ამბები