16 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი ეუთოს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ოუენ მერფის შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს წინასაარჩევნო გარემოზე საქართველოში.

ასევე, ოუენ მერფი დაინტერესდა საპარლამენტო საქმიანობით წინასაარჩევნო პერიოდში, რაზეც შალვა პაპუაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაზე აღინიშნა 2024 წლის არჩევნებზე ელექტრონული საშუალებების შემოღების მნიშვნელობა, რაც სადამკვირვებლო მისიის ხელძმღვანელმა დადებითად შეაფასა.

აგრეთვე, ოუენ მერფიმ შალვა პაპუაშვილს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა გააცნო.

შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს საქართველოში მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

დღის ამბები