16 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
არანაირი რაციონალური და ობიექტური საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე რაიმე კითხვა გაჩნდეს - ლევან მახაშვილი

არ არსებობს არანაირი ობიექტური საფუძველი ვიზალიბერალიზაციის თემაზე სპეკულირების - ამის შესახებ "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" სიის მე-17 ნომერმა ლევან მახაშვილმა, "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა.

ამასთან, როგორც მახაშვილმა აღნიშნა, არანაირი რაციონალური და ობიექტური საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე რაიმე კითხვა გაჩნდეს:

"არასერიოზულია ვიზალიბერალიზაციის თემაზე რაიმე კომენტარის გაკეთება. არ არსებობს არანაირი ობიექტური საფუძველი ამ თემაზე სპეკულირების. ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას თავისი მიზეზები აქვს. თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა არ იზრდება, დანაშაულში მონაწილე პირთა რაოდენობა არ იზრდება, საქართველო ძალიან აქტიურად თანამშრომლობს რეადმისიის ხელშეკრულების ფარგლებში... ამიტომ, არანაირი რაციონალური და ობიექტური საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე რაიმე კითხვა გაჩნდეს,"- განაცხადა ლევან მახაშვილმა.

დღის ამბები