03 ოქტომბერი 2024,   15:18
ვრცლად
"15 ნოემბერს ათიათასობით ადამიანი გამოვა ქუჩაში," - ნიკა მელია

ზუსტად 8 დღეში 15 ნოემბერს თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება  ლოზუნგით - "არა ანექსიას".

აქციისათვის მზადება კი ამ დრომდე მიმდინარეობს. დღეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები თელავში იმყოფებოდნენ და შეხვედრები გამართეს.

კურიერში 9 საათზე კი გიორგი გაბუნიასთან საუბრისას ნიკა მელიამ აქციის დეტალებზე ისაუბრა. ნიკა მელიას განცხადებით, აქცია 15 ნოემბერს 16 საათზე "ვარდების მოედანზე" დაიწყება და მსვლელობით თავისუფალ მოედანზე გადაინაცვლებს.

დედაქალაქის მერობის დამარცხებული კანდიდატი აცხადებს, რომ სიტყვით გამოსვლები პარლამენტთან გაიმართება და აქცია არ იქნება პარტიული ნიშნით.

ნიკა მელია მოუწოდებს საზოგადოებას, მიუხედავად პოლიტიკური ნიშნისა, მივიდნენ აქციაზე და გააპროტესტონ რუსეთის ქმედებები რეგიონში და საქართველოში.

„რუსული საფრთხე ახლოსაა. ხელისუფლება ჩუმადაა და არაფერს აკეთებს. ამ დროს ხალხმა უნდა ამოიღოს ხმა და თქვას, რომ ჩვენ არ შევეგუებით რუსეთის ქმედებებს. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი და ქვეყნის ღირსება,“ - განაცადა ნიკა მელიამ გიორგი გაბუნიასთან საუბრისას. 

ნიკა მელიას განცხადებით, აქცია მშვიდობიანი ხასიათის იქნება. 

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა საპროტესტო აქციის შესახებ უკვე მიაწოდეს შესაბამის სამსახურებს კონკრეტული ინფორმაცია, თუ სად და როდის გაიმართება აქცია თბილისში. ნიკა მელიამ სპეციალური განაცხადი თბილისის მერიაში რამდენიმე დღის წინ თავად შეიტანა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები