25 სექტემბერი 2024,   17:09
ვრცლად
მეხის დარტყმის შედეგად ინდოეთში 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 6 სკოლის მოსწავლეა

ინდოეთში, ჩატისგარჰის შტატში მეხის დარტყმის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ექვსი მე-11 სკოლის მოსწავლეა. ინფორმაციას India Today რეგიონულ მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მოსწავლეები გამოცდიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც წვიმა დაიწყო და მათ დიდი ხის ქვეშ მოწყობილ გადახურულ სივრცეს შეაფარეს თავი, რომელსაც მეხი დაეცა.

პოლიციის განმარტებით, მეხის დარტყმის შედეგად 8 პირი ადგილზე დაიღუპა, კიდევ ერთი კი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს. შტატის ხელისუფლების ცნობით, თითოეული დაღუპულის ოჯახის დასახმარებლად, კომპენსაციის სახით ფულად დახმარებას გამოყოფენ.

დღის ამბები