25 სექტემბერი 2024,   17:15
ვრცლად
"ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა საქართველოსთვის, მაგრამ ფაქტია" - ზურაბ ჭიაბერაშვილი ბაიდენის მიწვევის გაუქმებაზე

ქართული მხარე ადასტურებს, რომ ჯო ბაიდენთან მიღებაზე ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუქმებულია. სახელისუფლებო პარტია ამ ქმედებას არასერიოზულს უწოდებს და შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას საქართველოს ოპოზიციის ინტერესებს უკავშირებს.

საკითხზე შეფასებები ოპოზიციაშიც გაკეთდა, როგორც ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, ეს საქართველოსთვის ძალიან სამწუხარო რეალობაა:

"შეერთებული შტატების ყველა გადაწყვეტილება აღქმული უნდა იყოს შემდეგნაირად - ის, ვინც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესებს, მისი ადგილი დემოკრატიული, ცივილიზებული სამყაროს ლიდერების გვერდით არ არის. ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა საქართველოსთვის, მაგრამ ფაქტია," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, პლატფორმა ”ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა” ზურაბ ჭიაბერაშვილი.

თავდაპირველად, "ამერიკის ხმამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გააუქმეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიწვევა მიღებაზე, რომელსაც შტატების პრეზიდენტი ტრადიციულად მართავს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილე მსოფლიო ლიდერებისთვის. მიღება დღეს, 25 სექტემბერს იმართება. 

დღის ამბები