25 სექტემბერი 2024,   21:23
ვრცლად
მეცნიერებმა "ზვიგენი–მოჩვენების" ახალი სახეობა აღმოაჩინეს

ახალზელანდიელმა მეცნიერებმა "ზვიგენი–მოჩვენების" ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მახლობლად ოკეანის ღრმა წყლებში ბინადრობს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ახალი ზელანდიის წყლისა და ატმოსფერული კვლევის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევრებმა, ავსტრალიური ვიწრო "თევზი–აჩრდილი", ან Harriotta avia, ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე, Chatham Rise-ში, ოკეანის ფსკერზე აღმოაჩინეს.

აქამდე, მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ "თევზი–მოჩვენება" გლობალურად განაწილებული ერთი სახეობის ნაწილი იყო, თუმცა მათ ახალი გენეტიკური და მორფოლოგიური განსხვავებები აღმოაჩინეს.

ღრმაწყლოვანი თევზი - "ზვიგენი–მოჩვენება", მეცნიერულად, ცნობილია, როგორც ქიმერა, რომელიც მჭიდრო კავშირშია ზვიგენებთან და სკატებთან.

დღის ამბები