16 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
გიორგი მარგველაშვილი "ლელოს" შეუერთდა

გიორგი მარგველაშვილი "ლელოს" შეუერთდა. საქართველოს მე-4 პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძემ გორში, ამომრჩეველთან შეხვედრისას წარადგინა.

"ამ ძალიან დიდ გაერთიანებას უერთდება ერთი ხმა, უერთდება ერთი ძალიან სერიოზული მხარდამჭერი. ადამიანი, რომელიც არის პატრიოტი, უწესიერესი, მებრძოლი თავისუფალი და ძლიერი საქართველოსთვის. მინდა, მივესალმოთ საქართველოს მე-4 პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას თავად გიორგი მარგველაშვილმაც მიმართა. რომელი ნომერი იქნება ექსპრეზიდენტი "ლელოს" სიაში, ჯერ უცნობია.

"ეს გაერთიანება არის ის, რასაც ძალიან დიდი ხანი ელოდა ქართველი ამომრჩეველი. არ შეიძლება, პრობლემებით დამძიმებული, ხშირად, ძალიან სერიოზული პრობლემებით დამძიმებული ხალხი მართავდეს სახელმწიფოს. ერთად ვიდგებით საქართველოს დასაბრუნებლად და საქართველოს ასაშენებლად," - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

ხაზარაძე - ჯაფარიძის კოალიციას საარჩევნო სია ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია.

დღის ამბები