ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში "ქართველი ხალხის აქტის" შესახებ მოსმენა გადაიდო. მოსმენა დღეს, 25 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე უნდა გამართულიყო.
ამ დროისთვის, კომიტეტის ვებგვერდზე არაა გამოქვეყნებული კონკრეტული დრო, როდის გაიმართება მოსმენა.
ორპარტიული კანონპროექტი აშშ-ის სენატორმა, ბენ კარდინმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯინ შაჰინმა, სენატორებმა ჯიმ რიშმა, პიტ რიკეტსმა, კრის კუნსმა და ლინდსი გრემმა წარადგინეს. აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ცნობით, კანონპროექტი ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დაკისრებას საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებისა და წევრებისთვის. დოკუმენტი მოიცავს ახალ სანქციებს.