14 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
აგვისტოში, სებ-მა, BMatch-ის პლატფორმის მეშვეობით, 41 მლნ დოლარი იყიდა

2024 წლის აგვისტოში სებ-მა, BMatch-ის პლატფორმის მეშვეობით, 41 მლნ დოლარი იყიდა. საქართველოს ეროვნული ბანკის საიტზე განთავსებული მონაცემების, სებ-ის მიერ მიმდინარე წელს Bmatch-ის მეშვეობით შესყიდული დოლარის მოცულობა ასე გამოიყურება:

2024 წლის იანვარი - 8.1 მილიონი დოლარი

2024 წლის თებერვალი - 77.5 მილიონი დოლარი

2024 წლის მარტი - 127.9 მილიონი დოლარი

2024 წლის აპრილი - 73.1 მილიონი დოლარი

2024 წლის ივლისი - 1.9 მილიონი დოლარი

2024 წლის აგვისტო - 41 მლნ მილიონი დოლარი.

აღნიშნული მონაცემებიდან ირკვევა, რომ სებ-მა, მიმდინარე წელს, BMatch პლატფორმის მეშვეობით, სულ 329,5 მლნ დოლარი იყიდა.

BMatch-ის პლატფორმა ბლუმბერგის ერთ-ერთი ელექტრონული სავაჭრო სისტემაა, რომლის მეშვეობითაც კონვერტაცია სრულდება.

დღის ამბები