25 სექტემბერი 2024,   19:20
ვრცლად
მიხეილ სარჯველაძე: კონკრეტულ ხელისუფლებას უყენებენ გარკვეულ ულტიმატუმებს, სხვა სახელი ამას არ მოეძებნება, სტრატეგიულ პარტნიორებს შორის როგორ წარიმართება ურთიერთობა - უნდა დასხდნენ ისაუბრონ და ფარდა ახადონ დეზინფორმაციას და სინამდვილეს

"რად უნდა ან ანტიკორუფციული სააგენტოს დასკვნა რაიმე, ქართველი ხალხი ვერ ხედავს, რომ გიგაური პოლიტიკური აქტორია?" - ამის შესახებ "დღის კურიერის" ეთერში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს.

მიხეილ სარჯველაძე სამოქალაქო სექტორსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ზღვარის წაშლაზე საუბრობს.

"მოდით ასე დავსვათ საკითხი - კონკრეტულ ხელისუფლებას უყენებენ გარკვეულ ულტიმატუმებს, სხვა სახელი ამას არ მოეძებნება, როდესაც საუბარი მიმდინარეობს მგალითად დეზინფორმაციაზე, როგორ ფიქრობთ, ასეთ დროს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის, როგორ წარიმართება ურთიერთობა? ძალიან მარტივია პასუხი ამაზე - უნდა დასხდნენ ადამიანები, ისაუბრონ, იმსჯელონ და ფარდა ახადონ რეალურად რა დეზინფორმაციაა და რა სინამდვილეა.

თუ დეზინფორმაციას იმას ვარქმევთ, რომ დღეს გიგაური ნამდვილად პოლიტიკური აქტორია და აბსოლუტურად არავითარი ზღვარი აღარ არსებობს სამოქალაქო სექტორსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომლებიც ოპოზიციაში გვხვდება. ასეთთა შორის, ამ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელს შორის, დიახ, არის მაგალითად გიგაური. ამას თუ დეზინფორმაციას ვუწოდებთ, მაშინ გასაგებია რა ხდება, მაგრამ არ არის ეს დეზინფორმაცია.

იმედი მაქვს, რომ ესეც დეზინფორმაციად არ ჩაითვლება, მათი მხრიდან დეზინფორმაციად, როდესაც საუბარი იყო, რომ გაუქმდა შეხვედრა, რომელიც ჩანიშნული არ ყოფილა, მაგრამ ეს რეალურად არ ცვლის სურათს. სურათს ცვლის ის, რომ დამოკიდებულებაა თვითონ არასწორი.

ძნელი სათქმელია, რა არის ამ შემთხვევაში მთავარი მოტივატორი, ძნელია იმიტომ, რომ რეალურად არ არსებობს არც ერთი მიზეზი, რომელსაც ენდობა ქართველი ხალხი, სხვას თავი რომ დავანებოთ.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადეიშვილია ჩასული და დღეს ის ქადაგებს დემოკრატიულ ღირებულებებზე, ადამიანის უფლებებზე. საქმეც მაგაშია, რომ ქართველ კაცს რომ ეუბნები, სულ რომ "ნაციონალური მოძრაობის" მომხრე იყოს, რომ ადამიანის უფლებების პატივისმცემელი ყოფილა ადეიშვილი, მასთან ურთიერთობას იქონიებ და სხვასთან არ იქონიებ - გასაგებია რასთან გვაქვს საქმე, ეს არის ორმაგი სტანდარტი. მე ვშიშობ, რომ ეს ბევრწილად განპირობებული შეცდომით აღქმებში, არასწორი აღქმებია ჩამოყალიბებული და ამ დამახინჯებას მნიშვნელოვანწილად ხელი შეუწყო იგივე იმ არასამთავორობო ორგანიზაციებმა, რომლებზეც პირდაპირ ვამბობთ. რად უნდა ან ანტიკორუფციული სააგენტოს დასკვნა რაიმე, ქართველი ხალხი ვერ ხედავს, რომ გიგაური პოლიტიკური აქტორია?" - აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები