16 ნოემბერი 2024,   20:28
ვრცლად
პარტიას "საქართველოსთვის" ზვიად ძიძიგური და დიმიტრი ცქიტიშვილი შეუერთდნენ

გიორგი გახარიამ პარტია "საქართველოსთვის" საარჩევნო სია წარადგინა. ამ ეტაპზე, ცნობილი სიის პირველი 30 წევრის ვინაობაა. მათ შორის არიან ზვიად ძიძიგური და დიმიტრი ცქიტიშვილი. სიის პირველი ნომერი პარტიის თავმჯდომარე, გიორგი გახარიაა, შემდეგ მოდის ნათია მეზვრიშვილი.

"ყველაზე დიდი მიზანი, რაც შეიძლება ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას ჰქონდეს, რომელიც მონაწილეობს ამ არჩევნებში მიეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს, დავძლიოთ ეს ორპოლუსიანობა. ხმა მივცეთ ქვეყნის ევროპულ მომავალს, ქვეყნის განვითარებას, კეთილსინდისიერებას და, რაც მთავარია, ქვეყნის ეროვნულ ხედვას," - აცხადებს გიორგი გახარია.

სწორედ დღევანდელ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, რომ გახარიას პარტიას "კონსერვატიული პარტიის" თავმჯდომარე, ზვიად ძიძიგური და "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი შეუერთდნენ.

"ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული ხედვა, რომლის ნაწილი იყო წარმოდგენილი მოკლედ, თუ როგორ განვახორციელოთ ისეთი რეფორმები, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების პროცესში, საქართველოს გახდის უფრო ორიენტირებულს რიგითი ადამიანის კეთილდღეობაზე," - აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.

დღის ამბები