03 ოქტომბერი 2024,   15:20
ვრცლად
ქუთაისში წყალმომარაგების პრობლემის მოსაგავრებლად სამუშაოები იწყება

ქუთაისში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ინფრასტრუქტურულ პროექტს იწყებს. სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში ქუთაისში მცხოვრებმა 14 ათასმა ოჯახმა სასმელი წყალი 24 საათიან რეჟიმში უნდა მიიღოს, 36 ათასი ოჯახისთვის კი წყლის მიწოდების გრაფიკი უნდა გაუმჯობესდეს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი ქუთაისის მერთან შოთა მურღულიასთან ერთად გაეცნო. პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 26 მილიონ ლარზე მეტია.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ მიმდინარე წელს ქუთაისში მნიშვნელოვანი პროექტი დაასრულა, რომლის შედეგად ქალაქში წყლის დანაკარგები შემცირდა და ხარისხი გაუმჯობესდა.

პროექტის ფარგლებში მოხდა წყალშემკრები რეზერვუარების რეაბილიტაციაც.

24 საათიანი წყალმომარაგებით მთელი საქართველოს მასშტაბით 300 ათასზე მეტმა ადამიანმა უნდა ისარგებლებს, ხოლო გაუმჯობესებული გრაფიკით წყალი - 48 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 100 ათასზე მეტ ადამიანს უნდა მიეწოდოს.

დღის ამბები