28 სექტემბერი 2024,   14:21
ვრცლად
"ღაზაში უპრეცედენტო სიკვდილისა და ნგრევის შედეგად გამოწვეული დარტყმის ტალღები, ემუქრება მთელ რეგიონს უფსკრულში ჩათრევისკენ" - გუტიერეში

ისრაელის მასშტაბური თავდასხმა ლიბანზე - "ჰეზბოლას" ცენტრალური სამხედრო შტაბი განადგურებულია. მოკლულია "ჰეზბოლას" სარაკეტო დანაყოფის მეთაური მოჰამედ ალი ისმაილი და მისი მოადგილე ჰუსეინ აჰმად ისმაილი.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში აცხადებს, რომ  საჭიროა გრძელვადიანი მოლაპარაკებები მშვიდობისთვის:

"ღაზაში უპრეცედენტო სიკვდილისა და ნგრევის შედეგად გამოწვეული დარტყმის ტალღები ემუქრება მთელ რეგიონს უფსკრულში ჩათრევისკენ. ორშაბათი ყველაზე სისხლიანი დღე იყო ლიბანში 2006 წლის შემდეგ. დღეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაარტყეს სამოქალაქო შენობებსაც. დარტყმებმა, რომლის სამიზნეც ჰეზბოლას შტაბია, შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი ესკალაცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გარე ძალებიც. ჩვენ ახლა გვჭირდება მოლაპარაკებები გრძელვადიანი მშვიდობისთვის. მათ შორის ცეცხლის შეწყვეტა, რადგან ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ რეგიონული ომი ნებისმიერ ფასად,"- აცხადებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში.

დღის ამბები