28 სექტემბერი 2024,   14:22
ვრცლად
ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აფილირებულია დესტრუქციულ ძალასთან, როგორ უნდა ველოდით ამ ადამიანებისგან ობიექტურ დამოკიდებულებას - ირაკლი კირცხალია

ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აფილირებულია დესტრუქციულ "არასამთავრობო ორგანიზაციასთან", კოლექტიური გიგაურები და ლომჯარია და ა.შ. არ მინდა სახელი და გვარის ჩამოთვლა, როგორ უნდა ველოდოთ ამ ადამიანებისგან ობიექტურ დამოკიდებულებას, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი კირცხალია საუბრობს.

"ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აფილირებულია იმ დესტრუქციულ ძალასთან, იმ დესტრუქციულ "არასამთავრობო ორგანიზაციასთან", კოლექტიური გიგაურები და ლომჯარია და ა.შ. არ მინდა სახელი და გვარის ჩამოთვლა, როგორ უნდა ველოდით ამ ადამიანებისგან ობიექტურ დამოკიდებულებას, როდესაც ქვეყანას აქვს "ისფედის" გამოცდილება, ერთ-ერთი, რეალურად პარტიული არასამთავრობო ორგანიზაციის გამოცდილება. ყველას კარგად გვახსოვს 2020 წელი თუ როგორ გაგვიყალბეს წინასწარი დათვლის შედეგები და შემდეგ ოლიმპიური სიმშვიდით აკვირდებოდნენ იმ დესტრუქციას, რომელიც რუსთაველის გამზირზე ხდებოდა ქვეყნის და ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ კასტისგან ობიექტურობას ნამდვილად არ ველოდები,“ - აცხადებს ირაკლი კირცხალია.

 

დღის ამბები