30 სექტემბერი 2024,   13:35
ვრცლად
აშშ-ში ქარიშხალ "ჰელენას" 95 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხალ "ჰელენას" 95 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სტიქიამ ყველაზე მეტად ფლორიდის, ჯორჯიას, სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინისა და ტენესის შტატები დააზიანა.

კარიბის ზღვის აუზში წარმოქმნილმა შტორმმა ამერიკის სამხრეთ შტატებში მასშტაბური ნგრევა გამოიწვია. სამი მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. დანგრეულია საქალაქთაშორისო მაგისტრალები, დატბორილია ათეულობით ათასი შენობა.

ზარალის ოდენობა, წინასწარი შეფასებით, 110 მილიარდ დოლარს აღწევს.

დღის ამბები