30 სექტემბერი 2024,   15:32
ვრცლად
თელავში ავარიას ცნობილი ტიკტოკერი ქალი ემსხვერპლა

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მიჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს შეეჯახა, შემთხვევის შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა.

ქვეითი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა საავადმყოფოში მიყვანისას ის უკვე გარდაცვლილი იყო.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. დაღუპული, სოციალურ ქსელში მისი ვიდეოებით ცნობილი იყო.

დღის ამბები