30 სექტემბერი 2024,   14:38
ვრცლად
ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე პოპულისტურმა პარტიამ გაიმარჯვა

ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე პოპულისტურმა პარტიამ გაიმარჯვა. წინასწარი ოფიციალური შედეგების მიხედვით, "თავისუფლების პარტიას" ხმების 29%-ზე მეტი აქვს. მეორე ადგილზეა მმართველი პარტია 26,5 პროცენტით.

"თავისუფლების პარტიას“ უმრავლესობის ფორმირებისთვის და მთავრობის დაკომპლექტებისთვის კოალიციის შექმნა დასჭირდება, თუმცა პარტიების ლიდერები ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერთან, ჰერბერტ კიკლთან, კოალიციის შექმნაზე უარს აცხადებენ.

გამოცემა "პოლიტიკო" წერს, რომ ""ავსტრიის თავისუფლების პარტიამ"" მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამარჯვება პირველად მოიპოვა. პოლიტიკური გაერთიანება ნაცისტურ იდეოლოგიას ეყრდნობა და რუსეთის უჭერს მხარს".

წელს საპარლამენტო არჩევნები ავსტრიაში უპრეცენდენტო აქტიურობით გამოირჩეოდა - უბნებზე ამომრჩეველთა 78% პროცენტი მივიდა.

დღის ამბები