"ქართული ოცნების" წევრმა, გია ვოლსკიმ პარტია "გახარია - საქართველოსთვის", საარჩევნო სიებში მიხეილ დაუშვილის არმოხვედრასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა. გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ გიორგი გახარია საკუთარ თანამებრძოლებსაც ღალატობს.
"ახალგაზრდა კაცია, რომელმაც იომა იმისთვის, რათა ადგილი დაემკვიდრებინა გახარიას მოღალატე პარტიაში და იგი დაავიწყდათ, გამორჩათ მხედველობიდან. ანუ, ღალატის რა მასშტაბებიც არსებობს - დიდი, საშუალო თუ პატარა, - ეს ყველაფერი უკვე ვიხილეთ გახარიას პარტიის ქმედებების მაგალითით. ერთხელ, როცა "ნაცმოძრაობას" ხელს უწყობდა იმისთვის, რომ ქვეყანაში გადატრიალება მომხდარიყო, მეორედ - როდესაც ის აბსოლუტურად შეუსაბამო განცხადებებს აკეთებდა და გადადგა, ახლა კიდევ ასეთი ჩვევაში გამჯდარი თავისი დამოკიდებულება, თუნდაც იმ ადამიანების მიმართ, ვინც შეცდომით თუ სრული შეგნებით, მიჰყვება ამ მავნებლურ პარტიას პოლიტიკური ბრძოლის ველზე," - აცხადებს გია ვოლსკი.