16 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
არცერთხელ არ თქმულა, რომ მეორე ფრონტის ინტერესის უკან ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება იდგა - მაკა ბოჭორიშვილი

"ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და დარწმუნებული ვარ, ამას იზიარებს ყველა, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თუმცა, სტრატეგიული პარტნიორობა არა მხოლოდ სათაურით, რომელსაც ჰქვია სტრატეგიული პარტნიორობა, არამედ შინაარსით და შინაარსით დატვირთული ურთიერთობა", - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი "დღის კურიერის" ეთერში საუბრობს. 

როგორც მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, ქვეყანას უამრავ დეზინფორმაციასთან უწევს გამკლავება. 

"ეს არის ჩვენთვის უდიდესი გამოწვევა, საქართველოს ხელისუფლებისთვის და ქვეყნისთვის. როდესაც დეზინფორმაციაზე ვსაუბრობთ, რა დეზინფორმაციული ტალღების გამკლავებაც ამ ქვეყანას უწევს, წარმოუდგენელია სხვა რამ შევადაროთ მას. წარმოიდგინეთ, ქვეყანა, რომლის შესახებაც ყოველდღიურად ვხედავთ აბსოლუტურად ცრუ ნარატივებს და ცრუ მანიპულაციას. რაც შეეხება დამოკიდებულებას და ურთიერთობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და დარწმუნებული ვარ, ამას იზიარებს ყველა, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თუმცა, სტრატეგიული პარტნიორობა არა მხოლოდ სათაურით, რომელსაც ჰქვია სტრატეგიული პარტნიორობა, არამედ შინაარსით და შინაარსით დატვირთული ურთიერთობა. რა თქმა უნდა, ძვირფასია ის წლები, რა წლების განმავლობაშიც შენდებოდა ეს ურთიერთობები და ძალიან გულსატკენია, როდესაც ვხედავთ უარყოფით დინამიკას ამ ურთიერთობებში", - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი. 

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, არცერთხელ თქმულა, რომ მეორე ფრონტის ინტერესის უკან ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება იდგა. 

"თუკი აქ საუბარია შეშფოთებაზე და მეორე ფრონტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე, ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ ამ პრევენციულ განცხადებებს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებდა, რომელიც დაფუძნებული იყო ძალიან სერიოზულ ნაბიჯებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დადგა ამ ორი წლის განმავლობაში, ამას ჰქონდა საფუძველი. მაგრამ, არც ერთხელ არ თქმულა, რომ მეორე ფრონტის ინტერესის უკან ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება იდგა. ამ განცხადებების ამგვარად ინტერპრეტირება ხდებოდა ძალიან ხშირად და ამას ვხედავთ დღესაც, რომ ხდება თითქოს იგნორირება, თუ რაზე ვსაუბრობთ და მეორეს მხრივ, დაბრალება, თითქოს საქართველო ცრუ ბრალდებების ახორციელებს ვიღაცის მიმართ. საქართველო არავის არაფერს არ აბრალებს," - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

 

დღის ამბები