30 სექტემბერი 2024,   20:39
ვრცლად
"თითოეულ მოქალაქეზე, რომელზეც გაცემულია კომპენსაციები, თითოზე დაახლოებით 140-150 ათას ლარზეა საუბარი, თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები არსებობს, როგორც ერთ, ასევე მეორე მხარესთან" - გიორგი ყავლაშვილი

"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" ადვოკატის გიორგი ყავლაშვილის განცხადებით, შუქრუთის მაცხოვრებლებს წინასწარ, ავანსად გადაეცათ თანხა, რომელმაც, საერთო ჯამში, 12 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არსებობს. 

ადვოკატის განმარტებით, ამ თანხის წინასწარ გადახდა მოხდა იმ პირებისათვის, ვისი ქონებაც მაღაროსთან მდებარე საფრთხის არეალში ხვდებოდა. მისი განმარტებით, ზიანის შემთხვევაში არცერთი მოსახლე ფინანსური დახმარების გარეშე არ დარჩებოდა, რაზეც წინასწარ გადახდილი ავანსიც მიუთითებდა.

"აქ საუბარია ავანსად გაცემულ თანხებზე. თანხას კომპენსაცია დაერქმეოდა იმ შემთხვევაში, თუ კომპანია მიიღებდა სამთო სამუშაოების შედეგად გარკვეულ სარგებელს და ამის შემდეგ, ზიანის მიყენების შემთხვევაში, აუნაზღაურებდა თანხას. ამ შემთხვევაში, წინასწარ საავანსოდ არის გაცემული თანხები. ჯამში, საუბარია 12 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის თანხაზე. თითოეულ მოქალაქეზე, ვისზეც გაცემულია კომპენსაციები, საშუალოდ რომ ავიღოთ, დაახლოებით 140-150 ათას ლარზეა საუბარი. კიდევ ერთეულ ვუბრუნდები იმ გარემოებას, რომ თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები არსებობს, როგორც ერთ, ასევე მეორე მხარესთან, მათ საბანკო ანგარიშებზე. გარდა ამისა, მხარეთა შორის გაფორმებულია მემორანდუმი და მათივე მიმართვები განცხადებების საფუძველზე, რომ ავანსად მიიღონ გარკვეული თანხა. ასე, რომ ამაზე საუბარი და ამის მტკიცება უხერხულიც კი გახლავთ ამ საკითხთან მიმართებით.

ძალიან ხშირად, შეგნებულად ცდილობენ ხოლმე, კომპანიის სამუშაოების შეგნებულად აღრევას, რომელიც თავის დროზე გაკეთებულია "ჭიათურ მანგანუმის" მიერ, რომელიც სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა. კომპანია, რომელიც დღეს ფლობს ლიცენზიას და აღნიშნულ ტერიტორიაზე 2007 წლიდან ოპერირებს და ის სამუშაოები, რომლებზეც შუქრუთის მოსახლეობა საუბრობს, ნაწარმოებია 2007 წლამდე, "ჭიათურ მანგანუმის" მუშაობის პერიოდში.

პირდაპირ ნუ წარმოვიდგენთ, რომ მაღაროს ვიღაც პირდაპირ სახლის ქვეშ აკეთებს. აქ სპეციალური სამარკშეიდერო გეგმა იქმნება. ის კეთება არეალი და სპეციალურად, ჩამოქცევის ზოლს ეძახიან, ანუ მაღაროსთან სად შეიძლება საფრთხის, მიწის ჩამოქცევის ან რაიმე ცვლილების არეალი მდებარეობდეს. სწორედ ამ არეალში მოხვედრილ ქონებებზეა საუბარი, თორემ ასე პირდაპირ სახლის ქვეშ კი არავის გაჰყავს მაღარო.

კომპანიას მუშაობა დაგეგმილი ჰქონდა. აქედან გამომდინარე, იცოდნენ რა, რომ მოსახლეობას სამომავლოდ, კომპენსაციებტან დაკავშირებით გარკვეული მოთხოვნები ექნებოდა და ეს მოთხოვნა სამართლიანი კომპენსაციის ზიანის მიყენების პირობებში. კომპანიამ გადაწყვიტა, რომ წინასწარ შეთანხმებოდა სოფლის მოსახლეობას ამ კომპენსაციებთან დაკავშირებით და ასევე, წინასწარ შეთანხმებოდა ფორმატთან დაკავშირებით. ანუ, რომელმა აუდიტორულმა კომპანიამ შეაფასოს აღნიშნული ქონების ღირებულება და ზიანის ოდენობა. ასეთ ადუქტორულ კომპანიაზე შეთანხმდნენ, შეფასებები გაკეთდა და წინასწარ, საავანსო კომპენსაციები განხორციელდა. ე.წ მესამე კატეგორიის დაზიანებები რომლებსაც ჰქონდათ იმ უძრავ ქონებებთან მიმართებაში, ვინც ამბობდა, რომ იმ ნაწარმოებები სამუშაოების შედეგად დაზიანებული, ასეთ სუბიექტებზე და ასეთ უძრავ ქონებებზე გაიცა კომპენსაციები. კიდევ ერთხელ ვამბობ, ესეც იმისთვის, რომ მოსახლეობას ჰქონოდა იმის განცდა, რომ როდესაც საავანსოდ იღებ თანხას, მით უმეტეს, მეტი უნდა იყოს იმის რწმენა, რომ სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების გარეშე არც ერთი მოსახლე და მესაკუთრე არ დარჩებოდა. ამიტომ, ეს მემორანდუმი, საერთო აუდიტორულ კომპანიაზე შეთანხმება, კომპენსაციების ავანსად გაცემა - ეს ყველაფერი იყო იმის წინაპირობა, რომ მხარეებს შორის ყოფილიყო ნდობა, კეთილგანწყობა", - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა.

დღის ამბები