01 ოქტომბერი 2024,   15:36
ვრცლად
"ნაცმოძრაობის" პრეზიდენტს გერმანიაში მისცეს მათივე კანონმდებლობის დარღვევის საშუალება, პრაქტიკულად, მორიგ ჯერზე ფარდა ჩამოხსნა ზურაბიშვილმა უცხოური ძალების გეგმებს საქართველოში - გურამ მაჭარაშვილი

სალომე ზურაბიშვილის ბერლინში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში კითხვები აქვთ.

საუბარია, ზურაბიშვილის გერმანიაში შეხვედრაზე საქართველოს მოქალაქეებთან, რომელიც 29 სექტემბერს ბერლინის ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართა.

უმრავლესობა განმარტავს, რომ გერმანიის კანონმდებლობა კრძალავს ქვეყანაში უცხოელი პოლიტიკოსების წინასაარჩევნო აგიტაციას. მათი თქმით, საარჩევნო კამპანიას გერმანიის მთავრობის სპეციალური ნებართვა სჭირდება, რიგ შემთხვევებში კი ის საერთოდ აკრძალულია. უმრავლესობას აინტერესებს, ჰქონდა თუ არა პრეზიდენტს ოფიციალური ბერლინის თანხმობა, როცა ის საარჩევნო აგიტაციას აწარმოებდა.

"ხალხის ძალის" წევრს, გურამ მაჭარაშვილს აინტერესებს, ჰქონდა თუ არა პრეზიდენტს ოფიციალური ბერლინის თანხმობა, როცა ის საარჩევნო აგიტაციას აწარმოებდა.

"ის რომ "ნაცმოძრაობის" პრეზიდენტი, სისტემატურად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ეს უკვე ცნობილია. ამავდროულად, უცხო ძალის არსებობა და მისი აგენტურობა იქიდანაც ჩანს, რომ გერმანიაში მას უნებართვოდ მისცეს გამოსვლის საშუალება, კანონმდებლობის აკრძალვის მიუხედავად. გერმანიაში კანონმდებლობის მიხედვით, სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, თუ მათ ქვეყანაში არის წინასაარჩევნო კამპანია, ეკრძალებათ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება გერმანიაში. ამის მიუხედავად, "ნაცმოძრაობის" პრეზიდენტ ზურაბიშვილს გერმანიაში მისცეს გერმანიის კანონმდებლობის დარღვევის საშუალება.

პრაქტიკულად, მორიგ ჯერზე ფარდა ჩამოხსნა ზურაბიშვილმა უცხოური ძალების გეგმებს საქართველოში. გერმანიის სახელმწიფოშიც კი, უცხოური ძალა თავის მოქმედებას აწარმოებს, როცა "ნაცმოძარობის" პრეზიდენტს ზურაბიშვილს აძლევს საშუალებას, რომ გერმანიის კანონმდებლობის დარღვევითაც კი გააშიფრინოს საქართველოს 27 ოქტომბრიდან რა გეგმები აქვს უცხოურ ძალებს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები